საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 25 მაისს, შეერთებული შტატების დედაქალაქში, ვაშინგტონის მერიის ინიციატივით, 20 საათსა და 30 წუთზე ფრედერიკ დუგლასის ხიდი საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდება.

საქართველოს დროშის ფერებში განათდება ასევე ქალაქ სან-ფრანცისკოს მერია, რაც 25 მაისს, 21 საათზე მოხდება.