სასამართლო დარბაზი #600 - ნიურნბერგის პროცესის დეტალები
ნიურნბერგის პროცესზე მესამე რაიხის პოლიტიკური, სამხედრო, ფინანსური, იდეოლოგიური და პროპაგანდუსტული უწყებების ხელმძღვანელები, ასევე გესტაპოსა და გენშტაბის წარმომადგენლები გასამართლდნენ.
ნიურნბერგის პროცესზე გასამართლებულ იქნა 24 პირი. მათი უმრავლესობა სიკვდილით დასაჯეს.
ნიურნბერგში გასამართლებულთა ნაწილს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, ზოგიერთმა თავი მოიკლა.
ნაცისტური გერმანიის მაღალი თანამდებობის პირთა მიმართ ბრალდებათა სია ვრცელი იყო, იქნებოდა ეს: აგრესიის ომის წარმოება, სამხედრო ტყვეების, მოსახლეობის მასობრივი წამება თუ მკვლელობა, სახელმწიფო და კერძო საკუთრების ძარცვა, სამოქალაქო ობიექტების, დასახლებული პუნქტების მიზანმიმართული განადგურება, პოლიტიკური, რასობრივი თუ რელიგიური მოტივებით მოსახლეობის დევნა და მკვლელობა და სხვა.
სხდომები გერმანიაში ქალაქ ნიურნბერგში იმართებოდა. პირველი სასამართლო სხდომა 1945 წლის 20 ნოემბერს გაიმართა, ბოლო კი 1946 წლის ოქტომბერში.
სასამართლოს შენობა, რომელიც ომის დროს დაზიანდა, ისტორიული წყაროების მიხედვით, გერმანელ პატიმრებს გაარემონტებინეს. სასამართლოს შენობას ესაზღვრებოდა ციხეც, სადაც ომის დანაშაულებში ბრალდებული მაღალი თანამდებობის პირები ჰყავდათ მოთავსებული.
განსხვავების მიუხედავად ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და საბჭოთა კავშირი ერთობლივ წესებზე შეთანხმდნენ. 1945 წლის აგვისტოში ლონდონში ხელი მოეწერა სამხედრო ტრიბუნალის წესდებას. მოკავშირეთა მხრიდან შეირჩნენ მოსამართლეები და მათი მოადგილეები. მსაჯულები იყვნენ დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკიდან, საბჭოთა კავშირიდან და საფრანგეთიდან.
ნიურნბერგის პროცესები საერთაშორისო სასამართლოს ჩამოყალიბების საწყისად ითვლება. სპეციალისტები მას განიხილავენ, როგორც მნიშვნელოვან პრცედენტს, ომის დანაშაულების, მათ შორის, გენოციდის გამოძიებისთვის.
სხდომები ნომერ 600 სასამართლო ოთახში იმართებოდა.
ნიურნბერგის პროცესზე და მას შემდეგ სამართალწარმოებაში გაჩნდა ახალი ტერტმინი სამხედრო დანაშაული, ომის დანაშაული, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, გენოციდი და სხვა.
ასე გამოიყურება დღეს სასამართლოს შენობა.
სკამები სხდომათა დარბაზიდან, სადაც ბრალდებულები ისხდნენ