უკრაინის ქალაქ ჰოსტომელში ბენკსის მურალის მოპარვაში ეჭვმიტანილს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს.
ქალი გაზსაწინააღმდეგო აირწინაღით და ცეცხლის ჩასაქრობი ხელსაწყოთი - ეს ნამუშევარი ჰოსტომელში ქუჩიდან 2 დეკემბერს ჩამოხსნეს. სამინისტროს ცნობით, ეჭვმიტანილი მათ "ეჭვის თაობაზე შეტყობინების" საფუძველზე დააკავეს.
ცნობილი ბრიტანელი ხელოვანის ნახატი 9 მილიონ ჰრივნიაზე მეტადაა შეფასებული, რაც თითქმის 244 ათასი ამერიკული დოლარის ექვივალენტია. "კრიმინალებმა გრაფიტის გადატანა ხისა და პოლიეთილენის ნაწილების დახმარებით სცადეს, მოქალაქეთა დახმარებით, პოლიციამ და უსაფრთხოების სხვა ძალებმა კრიმინალების დაკავება მოახერხეს", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მურალი კი აღმოჩენილია.
ბენქსის ნახატები უკრაინის ქუჩებში ომის შემდეგ გამოჩნდა. მან ამ და 6 სხვა მურალის დახატვა თავად დაადასტურა.