ერთ წელზე მეტი ხნის წინ, ავღანეთიდან მისი ქაოტური სამხედრო და დიპლომატიური გასვლის მიუხედავად, აშშ-ს გლობალური ლიდერობის აღქმა და მხარდაჭერა, ავღანელებს შორის მცირედით გაიზარდა, - ნათქვამია ქვეყანაში ჩატარებულ ახალ კვლევაში.
აშშ-ის ლიდერობის მიმღებლობა, ავღანელთა შორის, გასულ წელთან შედარებით, 4%-ით გაიზარდა და 18-%-ია. რაც შეეხება აშშ-ის პოპულარობის მაჩვენებელს, ავღანეთის სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებში, ის მკვეთრად განსხვავებულია.
Your browser doesn’t support HTML5
„აშშ კვლავ პოპულარულია ავღანეთის ჰაზარას ეთნიკურ თემში; 53% კვლავ მხარს უჭერს მსოფლიოში აშშ-ის ლიდერობას" - ნათქვამია Gallup-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც კვლევითმა ორგანიზაციამ, ავღანეთში მის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის შესახებ გაავრცელა.
შია ჰაზარები არის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობა ავღანეთში, რომელიც შეადგენს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 10-დან 12%-ს. რაც 36 მილიონი ადამიანია.
Gallup ამბობს, რომ მისმა წარმომადგენლებმა, ავღანეთის 34-დან 21 პროვინციაში, 1000 კაცი და ქალი გამოკითხეს.
ასევე ნახეთ: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მუკაჩევოში მონასტერი გაჩხრიკაპუშტუნებს შორის, ავღანეთის უდიდეს ეთნიკურ ჯგუფს შორის, აშშ ფართოდ არაპოპულარული რჩება, მხოლოდ 8%-იანი მოწონების მაჩვენებლით, ხოლო ტაჯიკებს შორის, სიდიდით მეორე ეთნიკურ ჯგუფში, იგივე მაჩვენებელი 23%-ია.
თალიბანის ლიდერების უმეტესობა არის პუშტუნების ეთნიკური ჯგუფის წარმომადგებელია, რომლებიც ავღანეთში შეერთებული შტატების წინააღმდეგ, 2002 წლიდან იბრძოდნენ. მანამდე, აშშ-მა და თალიბანის წარმომადგენლებმა, 2020 წლის თებერვალში, ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას.
ორი ათწლეულის განმავლობაში, ავღანეთში წარმოებულ ომში, შეერთებულმა შტატებმა $2 ტრილიონი დახარჯა. 150 000 ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2400 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.
ასევე ნახეთ: პეჩორის ლავრის საიდუმლოკვლევითი ორგანიზაციია Pew-ს მიერ აგვისტოში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხული ამერიკელების უმრავლესობას, 69% მიაჩნია - ავღანეთში საკუთარი მიზნების მიღწევაში, აშშ-მა მეტწილად მარცხი განიცადა.