რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარასკევს განაცხადა, რომ რუსეთის მიერ რეზერვისტთა ძალების მობილიზაცია, უკრაინაში საომრად კრიტიკული მნიშვნელობის იყო, წინა ხაზებზე პოზიციების შესანარჩუნებლად და ეს პროცესი მომავალ რამდენიმე კვირაში დასრულდება.
რუსეთი ცდილობს ფრონტის გრძელ ხაზზე თავდაცვა გააძლიეროს, მას შემდეგ რაც უკრაინამ ბოლო კვირების განმავლობაში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი დაიბრუნა. ამ პერიოდში რუსეთი კვლავ დაიმუქრა ბირთვული იარაღის გამოყენებით, რათა "დაეცვა" ტერიტორია ოთხი უკრაინული რეგიონის ჩათვლით, სადაც კრემლმა უკანონო რეფერენდუმები ჩაატარა, თუმცა ამ ტერიტორიას მოსკოვი სრულად ვერ აკონტროლებდა.
ასევე ნახეთ: გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაგმო რუსეთის ანექსია და რეფერენდუმები უკრაინაშივლადიმირ პუტინმა დასძინა, რომ რუსეთს ახლა გეგმაში არ აქვს მასიური სარაკეტო იერიშები აწარმოოს უკრაინის წინააღმდეგ. ეს მას შემდეგ, რაც უკრაინამ, ძირითადად სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რუსეთის მიერ ასამდე ფრთოსანი სარაკეტო დარტყმების შესახებ გამოაცხადა.
ასევე ნახეთ: პეტრეუსი: უკრაინას რუსეთის ქვეყნიდან განდევნის და ანექსირებული რეგიონების დაბრუნების შესაძლებლობა აქვს