სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებმა პრაღაში ითათბირეს

ევროპული საბჭოს ინფორმაციით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის წევრებისა და პარტნიორი ქვეყნების შეხვედრის პარალელურად შეხვდნენ ერთმანეთს. მხარეები შეთანხმდნენ ევროკავშირის სამოქალაქო მისია განლაგდეს ორი ქვეყნის საზღვარზე, იქ, სადაც გასული თვის შეტაკებების დროს ორასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ასევე ნახეთ: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეტაკებებს 200-ზე მეტი სამხედრო შეეწირა

საბჭოს განცხადებით, 7 ოქტომბერს სომხეთის პრემიერმა ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა თანხმობა გამოთქვეს ხელი შეუწყონ ევროკავშირის სამოქალაქო მისიის მუშაობას და დაეთანხმნენ მასთან თანამშრომლობას.

ორი ქვეყნის ლიდერებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ მიშელის და საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის თანდასწრებით გამართეს მოლაპარაკებები.

ასევე ნახეთ: 49 სომეხი ჯარისკაცია მოკლული აზერბაიჯანთან მომხდარ ახალ შეტაკებაში; სიტუაცია რთულია