მსოფლიო ბანკმა 4 ოქტომბერს გამოაქვეყნა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა. ანგარიშში წარმოდგენილია რეგიონისა და მასში შემავალი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და პროგნოზები უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და პანდემიის შედეგების ზემოქმედების პირობებში.
მიმოხილვაზე დაყრდნობით, სწორედ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად 2023 წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ზრდის ტემპი სუსტი იქნება და მშპ 0.3 პროცენტით გაიზრდება.
ასევე ნახეთ: ახალი უკანონო „რესპუბლიკები“ და საქართველობანკის განცხადებით, უკრაინის ეკონომიკა წელს 35 პროცენტით შეიკვეცება, აღდგენასა და რეკონსტრუქციას კი 349 მილიარდი დოლარი დასჭირდება.
მიმოხილვის თანახმად, 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი მოსალოდნელი 5.5 პროცენტის ნაცვლად, 8.8 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში საკმაოდ ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. საქართველოს შემთხვევაში ეს ზრდა "განპირობებული იყო ადგილობრივი მოთხოვნის და ფულადი გადარიცხვების მატებით, ისევე როგორც ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან მიღებული შემოსავლის ზრდით."
ასევე ნახეთ: უკრაინის პუტინთან მოლაპარაკება "შეუძლებელია"- ზელენსკიმ ახალი განკარგულება გამოსცა