რუსეთმა დღეს დაადასტურა, რომ ლიმანში, ალყაში მოხვედრის შიშით, წამყვანი პოზიციები რუსულმა ჯარებმა უკვე დატოვეს. ჩეჩნეთის ლიდერმა კი რომელიც ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირეა, მოსკოვს, საპასუხოდ, მცირე-სიმძლავრის ბირთვული იარაღის გამოყენება ურჩია.
ლიმანის დაცემა დიდი დარტყმაა მოსკოვისთვის მას შემდეგ, რაც გუშინ პრეზიდენტმა პუტინმა 4 რეგიონის ანექსია მოახდინა. ეს ნაბიჯი გუშინვე დაგმეს კიევსა და დასავლეთის დედაქალაქებში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ალყის შექმნის საფრთხის კვალდაკვალ "მოკავშირეთა ძალებმა" უფრო "მომგებიან" პოზიცებზე გადაინაცვლეს.
ასევე, ქალაქის აღება, ხარკივის რეგიონში ელვისებური კონტრიერიშის შემდეგ, უკრაინის უდიდეს საბრძოლო გამარჯვებად აღიქმება.