ტრამპის მხარდაჭერილი კანდიდატების ნაწილი პრაიმერებში იმარჯვებს

რესპუბლიკელი კანდიდატების ნაწილმა, რომელთაც მხარს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უჭერდა, პრაიმერებში გაიმარჯვეს. ერთი მათგანი პენსილვანიის გუბერნატორის პოზიციაზე იყრის კენჭს, მეორე კი ჩრდილოეთ კაროლინის სენატის წევრობისთვის. ეს ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე პარტიაში ყოფილი პრეზიდენტის გავლენის ყველაზე დიდი დადასტურებაა მას შემდეგ, რაც მან პოსტი დატოვა.

თუმცა კიდევ ერთი კანდიდატი ჩრდილოეთ კაროლინელი კონგრესმენი არჩევნების მეორე რაუნდში დამარცხდა. გამარჯვება ვერც აიდაჰოს გუბერნატორობის ახალმა კანდიდამა მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე კანდიდატს ასევე დონალდ ტრამპი უჭერდა მხარს.

წინასაარჩევნო პერიოდის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ღამემ ტრამპისა და მისი ულტრა-მემარჯვენე მომხრეებისთვის გამოკვეთილი შედეგების გარეშე ჩაიარა.

ამერიკაში ნოემბერში შუალედური არჩევნები იმართება. დონალდ ტრამპის გავლენა პარტიაზე წლევანდელ წინასაარჩევნო პერიოდში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც მსჯელობა არ წყდება. რესპუბლიკელები პალატასა და სენატში უმრავლესობის მოსაპოვებლად ემზადებიან, რათა დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დღის წესრიგის გატარება გართულდეს.