გერმანია აცხადებს, რომ პროგრესი აქვს რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტის სხვა წყაროებით ჩანაცვლებაში და მოელის, რომ ზაფხულის ბოლოს სრულიად შეწყვეტს რუსული ნედლი ნავთობის იმპორტს.
ასევე ნახეთ: კიევი-კიშინევის შემდეგ, EU-ის კითხვარის შევსება, თბილისმაც დაასრულაეკონომიკისა და კლიმატის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა კვირას განაცხადა, რომ ევროპის უდიდესმა ეკონომიკამ შეამცირა რუსული ენერგიის იმპორტის წილი. აქედან 12%-მდე შეამცირა ნავთობის, 8%-მდე ქვანახშირის და 35%-მდე ბუნებრივი აირის იმპორტი.
გერმანია უკრაინისა და ევროპის სხვა ქვეყნების მხრიდან ძლიერი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რომლებიც ბერლინს რუსეთის ენერგორესურსების იმპორტის შეწყვეტას სთხოვენ. გერმანიის მიერ რუსულ ენერგორესურსებში გადახდილი ფასი მილიარდობით ევროს შეადგენს, რაც ხელს უწყობს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ დაწყებული ომის დაფინანსებას.
ასევე ნახეთ: დიდება გმირებს: უკრაინის დროშის ქვეშ დაცემული ქართველი მოხალისეები”ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, მოითხოვს უზარმაზარ ერთობლივ ძალისხმევას ყველა მოთამაშის მხრიდან. ეს ნაბიჯები ასევე ითვალისწინებს ხარჯებს, რომლებიც ეკისრება როგორც ეკონომიკას, ასევე მომხმარებლებს”, თქვა ჰაბეკმა. მან დასძინა, რომ “ისინი (ნაბიჯები) აუცილებელია, თუ ჩვენ აღარ გვინდა რუსეთმა გვაშანტაჟოს”.
გერმანიამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მთელმა ევროკავშირმა რუსული ქვანახშირის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება უკვე მიიღეს და ახლა აგვისტოსთვის, რუსულ ნავთობზე სრულ ემბარგოს დაწესებას განიხილავს.
გერმანიამ შედარებით მოკლე დროში მოახერხა ნავთობისა და ქვანახშირის სხვა ქვეყნებიდან იმპორტზე გადასვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ "რუსული ნედლი ნავთობის იმპორტზე დამოკიდებულების დასრულება ზაფხულის ბოლოს რეალისტურია", თქვა ჰაბეკის სამინისტრომ.