რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც აიძულებს რუსეთის გაზის ზოგიერთ მყიდველს, შექმნან საგანგებო ანგარიში მიწოდებული გაზის გადასახდელად, მაშინ როცა ქვეყანა ცდილობს გაუმკლავდეს დასავლეთის სანქციებს, რომლებიც მან მოსკოვს გასულ თვეში უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესა.
ასევე ნახეთ: პუტინმა ჯარში 134 000-ზე მეტი წვევამდელი გაიწვიაპუტინმა განკარგულების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, რომ 1 აპრილიდან რუსეთის გაზის იმ მყიდველებს, რომელთაც რუსეთი "არამეგობრულ" ქვეყნებად“ მიიჩნევს, მოუწევთ გახსნან საგანგებო "K- ანგარიშები", რათა გადარიცხონ გადასახდელი თანხები. გადახდის მიღების შემდეგ შემოსული ფული რუბლებში გადაიცვლება.
გადახდის მთელი მექანიზმი შეიქმნება და ამუშავდება რუსეთის "გაზპრომბანკის", სახელმწიფო ენერგეტიკული გიგანტის, "გაზპრომის" შვილობილი კომპანიის მეშვეობით.
ევროპის ლიდერებმა უარი თქვეს რუბლებში გადახდაზე და განაცხადეს, რომ ასეთი ნაბიჯი ძირს გამოუთხრის სანქციებს, რომელიც მოსკოვს უკრაინაში ომის გამო დაუწესდა. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, განაცხადა, რომ გაზის თაობაზე დადებული ხელშეკრულებები გადახდას ითვალისწინებს უმეტესად ევროში და ხანდახან - დოლარებში. მან განაცხადა, რომ პუტინს 30 მარტს სატელეფონო საუბრისას ცხადად უთხრა, რომ "ეს ასე დარჩება". იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ, ადრე განაცხადა, რომ მან მიიღო პუტინისგან გარანტიები იმის შესახებ, რომ ევროპას რუბლში გადახდა არ მოუწევდა.