ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს პარასკევს, ვიდეო ზარის დროს უთხრა, რომ ტაივანის საკითხი სათანადოდ უნდა მოგვარდეს, რათა თავიდან აიცილონ ნეგატიური გავლენა ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებზე. ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო მედია იტყობინება.
ასევე ნახეთ: ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა ვიდეო ზარით ისაუბრესპეკინისთვის ტაივანი, რომელსაც კომუნისტური პარტია სეპარატისტულ პროვინციად მოიაზრებს, ამერიკასთან ურთიერთობაში ყველაზე მგრძნობიარე და მნიშვნელოვანი საკითხია. ჩინეთი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად არის ტაივანი საკუთარ იურისდიქციაში ძალის გამოყენებით დაიბრუნოს.
შეერთებულ შტატებს ტაიპეისთან ოფიციალური დიპლომატიური კავშირები არ აქვს, თუმცა ტაივანის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდამჭერი და იარაღის მიმწოდებელია.
ვაშინგტონი პეკინს დახმარებას სთხოვს უკრაინაში მშვიდობის აღდგენაში მას შემდეგ, რაც რუსეთი 24 თებერვალს სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრა.
ბაიდენსა და სის შორის საუბრის შემდეგ თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაიდენმა სისთან საუბრისას გაიმეორა, რომ აშშ-ს პოლიტიკა ტაივანთან დაკავშირებით არ შეცვლილა. განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ამერიკა ეწინააღმდეგება არსებული „სტატუს კვოს ნებისმიერი ცალმხრივი მოქმედებით შეცვლას“.
ჩინური მედიის ინფორმაციით, სიმ ბაიდენს უთხრა, რომ იმედი აქვს, რომ „ამერიკული მხარე ადეკვატურ ყურადღებას დაუთმობს ამ საკითხს”.