გაეროს სასამართლო, რუსეთს მოიწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინაში შეჭრა, გადაწყვეტილება, რომლის აღსრულება სავალდებულოა, მაგრამ შესაძლოა რთულად შედგეს.
მართლმასაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) პრეზიდენტის, ჯოან დონოგიუს მიერ წაკითხული წინასწარი გადაწყვეტილება ცალსახა იყო, - “რუსეთის ფედერაციამ, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები, რომელიც მან 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინის ტერიტორიაზე დაიწყო.”
მან ასევე ისაუბრა ომის მზარდ ჰუმანიტარულ შედეგებზე.
ასევე ნახეთ: რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს „აშიშვლებს““სასამართლომ კარგად იცის ადამიანური ტრაგედიის მასშტაბები, რომელიც უკრაინაში ხდება და ღრმად არის შეშფოთებული სიცოცხლის დაკარგვით და ადამიანთა ტანჯვით. სასამართლო ღრმად არის შეშფოთებული რუსეთის ფედერაციის მიერ, უკრაინაში ძალის გამოყენებით, რაც აჩენს საერთაშორისო სამართლის ძალიან სერიოზულ საკითხებს“ - განაცხადა დონოგიუმ.
13 მომხრე და 2 წინააღმდეგი - კენჭისყრის ამ შედეგით დაუჭირეს მხარი მოსამართლებმა სასამართლოს წინასწარ გადაწყვეტილებას. იმ ორი მოსამართლიდან ერთი, რომელმაც ხმა წინააღმდეგ მისცა, რუსეთიდანაა. მეორე კი ჩინეთიდან.
სასამართლოს გადაწყვეტილებას “ტვიტერის” საშუალებით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდომირ ზელენსკიმ ამას უკრაინის “სრული გამარჯვება” უწოდა და განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების უგულვებელყოფა რუსეთის კიდევ უფრო იზოლირებას შეუწყობს ხელს.
ICJ-ის გადაწყვეტილება მხოლოდ პირველი გადაწყვეტილებაა მსოფლიო სასამართლოს მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ის სავალდებულოა, ის შეიძლება მხოლოდ სიმბოლური გამარჯვება იყოს უკრაინისთვის, რადგან მისი აღსრულება შეუძლებელი თუ არა, რთული იქნება.
კიევმა რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი გასულ თვეში, რუსული შეჭრიდან რამდენიმე დღის შემდეგ შეიტანა.
სასამართლო პროცესების გახსნას, რუსული მხარე არ დაესწრო. თუმცა, მოსკოვი აცხადებდა, რომ სასამართლოს მის წინააღმდეგ რაიმე ზომები არ უნდა დაეწესებინა, რადგან ამის იურისდიქცია არ გააჩნდა.