რუსეთში 12 700 ადამიანი, ომის პროტესტის გამო დააკავეს - გაეროს უმაღლესი კომისარი

რუსეთში საჯარო პოლიტიკის, განსაკუთრებით მისი უკრაინაში შეჭრის კრიტიკის შესაძლებლობა მცირდება. ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, 12 700 ადამიანი უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა ისაუბრა.

“მე კვლავ შეშფოთებული ვარ რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენებით, რომელიც აფერხებს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების განხორციელებას და არაძალადობრივი ქცევის კრიმინალიზებას ახდენს“, - განაცხადა ბაჩელეტმა ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე ონლაინ საუბრისას.

ასევე ნახეთ: მართმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო - ომი უკრაინაში

გაეროს უმაღლესი კომისარი ამბობს, რომ რუსეთში ექსტრემიზმისა და სიძულვილის წაქეზების „ბუნდოვანმა და ზედმეტად ფართო განმარტებებმა“, იურიდიული ინტერპრეტაციები გამოიწვია, რომლებიც არ შეესაბამება რუსეთის მიერ ნაკისრ, ადამიანის უფლებათა ვალდებულებებს.

„შეიარაღებული ძალების „დისკრედიტაციის“ გარემოებების კრიმინალიზების შემდგომი კანონმდებლობა ამ გზას აგრძელებს“ - განაცხადა ბაჩელეტმა.