დაპირდა თუ არა შეერთებული შტატები საბჭოთა კავშირს, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა?
Your browser doesn’t support HTML5
პუტინი აცხადებს, რომ დასავლეთმა მოსკოვი "უსირცხვილოდ მოატყუა". რუსეთის პრეზიდენტმა 30 წლის წინანდელი პოლიტიკური მოვლენების საკუთარ ვერსიაზე, მიმდინარე კრიზისის სათავეებში ისაუბრა. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ისტორიის პერსონალურ აღქმებზე საუბრით, პუტინი საკუთარი ქმედებების გამართლებას ცდილობს.