ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, კვლევით ორგანიზაცია „ატლანტიკურ საბჭოში“ საუბრისას 28 იანვარს განაცხადა, რომ ალიანსი რჩება მზად დაიცვას მისი მოკავშირეები. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინაში კიდევ ერთი შეჭრას რუსეთისთვის „მძიმე შედეგები“ მოჰყვება.
„ჩვენი მიზანია ნათელი გზავნილი გავუგზავნოთ რუსეთს, რომ თუ ისინი სამხედრო ძალას გამოიყენებენ, ამას მოჰყვება მძიმე შედეგები. ნატოს მოკავშირეები მზად არიან დააწესონ მძიმე ეკონომიკური, პოლიტიკური და ფინანსური სანქციები“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ: პუტინმა მაკრონს უთხრა, რომ უკრაინის კრიზისის გამწვავება არ სურსგენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას და აძლიერებს მის აღმოსავლეთ ფლანგს.
ჩვენი მიზანია ნათელი გზავნილი გავუგზავნოთ რუსეთს, რომ თუ ისინი სამხედრო ძალას გამოიყენებენ, ამას მოჰყვება მძიმე შედეგები.
„ნატო მხარს უჭერს უკრაინას. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას მათი თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზაციის კუთხით და ნატოს მოკავშირეები მათ ტრეინინგს უტარებენ, შეიარაღებას აწვდიან, რათა უკრაინამ ასევე გადაახდევინოს საფასური რუსეთს, თუ ისინი კიდევ ერთხელ შეიჭრებიან უკრაინაში... ჩვენ ვართ მზად გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო წარმომადგენლობა ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგზე, რათა თავიდან ავიცილოთ გაუგებრობა ან არასწორი გათვლები, ნატოს მზაობაზე თუ შესაძლებლობაზე დაიცვას საკუთარი მოკავშირეები“, - განაცხადა მან.
შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ კრემლის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება მოლაპარაკებებს გაგრძელების მზაობაზე რუსეთის უკანდახევაზე მიუთითებს, მან თქვა: „მე ვხედავ რუსეთის მხრიდან განგრძობით სამხედრო მობილიზაციას... ისინი უფრო მეტ შეიარაღებასა და ჯარისკაცს ათავსებენ [უკრაინის საზღვარზე]“. თუმცა იქვე განმარტა, რომ რუსეთმა გამოთქვა მზაობა განაგრძოს მოლაპარაკებები და ალიანსიც თვლის, რომ ვითარებიდან გამოსავალი დიპლომატიაა.
ასევე ნახეთ: ზელენსკი ამბობს, რომ პანიკა საჭირო არაადღეს, ამერიკისა და ნატოს მხრიდან, კრემლის ძირითად მოთხოვნებზე წერილობითი უარის თქმის შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა პირველი განცხადება გააკეთა. კრემლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პუტინმა თქვა, რომ ამერიკამ და ნატომ რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან უსაფრთხოების მოთხოვნებს არ უპასუხეს. თუმცა, მოსკოვი მზადაა დიალოგი გააგრძელოს.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ნატოსა და რუსეთის და ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა. მხარეების შეფასებით, ყველა მათგანი უშედეგოდ დასრულდა.
„პირველ რიგში ჩვენი მთავარი ვალდებულება 30 მოკავშირის დაცვაა, 1 მილიარდი ადამიანის დაცვა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში.
ნატოს ერთიანობაზე საუბრისას, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალაინსში მოკავშირეებს შორის, არსებობს განსხვავებები თუ როგორი და რა ტიპის უნდა იყოს დახმარება უკრაინის მიმართ, თუმცა საერთო თავდაცვაზე, მოკავშირეების პოზიცია ერთიანია.
ასევე ნახეთ: კრემლი დასავლეთის პასუხზე: არაა გათვალისწინებული პრინციპული საკითხი„პირველ რიგში ჩვენი მთავარი ვალდებულება 30 მოკავშირის დაცვაა, 1 მილიარდი ადამიანის დაცვა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში“, - თქვა მან.
ნატოს გენერალურ მდივანს ასევე ჰკითხეს, ხომ არ ფიქრობს, რომ 2014 წელს უკრაინის კონფლიქტზე დასავლეთის სუსტმა პასუხმა განაპირობა ის, რომ დღეს რუსეთი ალიანსს არ აღიქვამს სეროზულად, საპასუხოდ სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტში ჩართვის შემდეგ დასავლეთმა რუსეთს „მკაცრი სანქციები“ დაუწესა და გაზარდა აღმოსავლეთ ფლანგზე წარმომადგენლობა.
„როცა საქმე უკრაინას ეხება, მე ვფიქრობ, რომ რუსეთს ესმის რომ ისინი მაღალ საფასურს გადაიხდიან, რადგან როცა მათ 2014 წელს უკრაინაში ძალა გამოიყენეს, ჩვენ მათ მკაცრი სანქციები დავუწესეთ და უკრაინას უფრო მეტი მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ და გავზარდეთ ჩვენი წარმომადგენლობა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე,“ - თქვა მან. „თუ რუსეთს [2014 წელს] სურდა ნაკლები ნატო მათ საზღვრებზე, ნათელია რომ მათ საპირისპირო შედეგი მიიღეს. და თუ უკრაინის წინააღმდეგ ძალას გამოიყენებენ, ისინი იხილავენ კიდევ უფრო მეტ ნატოს მათ საზღვარზე“, - დაამატა მან.
ნატოს გაფართოება, რომელიც ათწლეულების მანძილზე ვიხილეთ, არის დემოკრატიული გადაწყვეტილებების შედეგი.
ნატოს გაფართოებაზე საუბრისას, გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ეს დემოკრატული პროცესის შედეგია და ხალხის არჩევანს წარმოადგენს.
„ჩვენი კარი ღიაა, მაგრამ ჩვენ არავის დავაძალებთ ამ კარში შესვლას. ნატოს გაფართოება, რომელიც ათწლეულების მანძილზე ვიხილეთ, არის დემოკრატიული გადაწყვეტილებების შედეგი, თავისუფალი ქვეყნების მოსახლეობის მიერ. ეს წარმოადგენს ხალხის არჩევანს, ყველა იმ ქვეყანაში რომელმაც გადაწყვიტა ჩვენს ალიანსში გაწევრიანება“, - თქვა მან.
2021 წლის მიწურულს, რუსეთმა ნატოსა და ვაშინგტონს 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმება მოსთხოვა. კრემლი მოითხოვს, რომ შეიცვალოს სამიტის დეკლარაციის ტექსტი, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან. როგორც ვაშინგტონი, ასევე ნატო რუსეთს წერილობით გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ ეს მოთხოვნა არ განიხილება და რუსეთს არ მისცემენ საშუალებას ნატოს გადაწყვეტილებებსა და ცალკეული ქვეყნების სუვერენულ არჩევანში ჩაერიოს.