ბოდბელ ეპისკოპოს იაკობს ქადაგების დროს ტაძარში მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე დაუპირისპირდა და მღვდლები 5 ივლისს ძალადობის მოწოდებაში დაადანაშაულა. მოქალაქე ამბობს, რომ "საპატრიარქო ყარს".
"თქვენ სად იყავით, სად იყავით, თქვენ სად იყავით, რატომ არ დაუდექით იმ ხალხს გვერდით. ასეთი ქადაგებით შეიძლება თავისუფლება, დემოკრატია მოვიპოვოთ?! სად იყავით თქვენ? კარგად მოიქცნენ საპატრიარქოს წევრები? ეს ქადაგება არ არის, ეს ერის უკან სვლაა. მომისიეთ ეს ხალხი, ჩამქოლეთ. რა გინდათ ჟურნალისტებისგან, რა გინდათ ამ ადამიანებისგან. ეს არ არის ქადაგება, ეს არ არის ნამდვილი მართლმადიდებლობა... ეს ყველაფრის მიწასთან გასწორებაა... საპატრიარქო სად იყო, რატომ მოუწოდებდნენ ეს მღვდლები, თქვენ ხედავთ იმ კადრებში... დიახ, მართლა ყარს საპატრიარქო და თქვენ არ გინდა გასუფთავდეს საპატრიარქო?" - განაცხადა მოქალაქემ.
მასალა თავდაპირველად გამოაქვეყნა "რადიო თავისუფლებამ".