რუსეთში ორძრავიანი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

რუსეთში ორძრავიანი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის ორი ბირმელი პილოტი.

რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქვეყნის დასავლეთ ტერიტორიაზე, ბელგოროდის რეგიონში საშუალო ზომის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის ორი ბირმელი პილოტი.

საგანგებო მდგომარეობის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ორძრავიანი სამგზავრო თვითმფრინავი ანტონოვი სავარჯიშო ფრენის დროს ჩამოვარდა.

მოსკოვში ბირმის საელჩო აცხადებს, რომ არ გააჩნია ზუსტი დეტალები ავიაკატასტროფის შესახებ.