ჯო ბაიდენი ერაყში ჩავიდა

ჯო ბაიდენი ერაყში ჩავიდა

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ერაყში ჩავიდა ამ ქვეყნის ახალ მთავრობასთან მოლაპარაკების მიზნით. მოლაპარაკება ერაყში ამერიკული ჯარების შემდგომ ყოფნასაც შეეხება. გეგმის მიხედვით ამერიკის ჯარებმა 2011 წლის ბოლოსთვის უნდა დატოვონ ერაყი.

ბატონი ბაიდენის ვიზიტის დროს ერაყის ლიდერები ქვეყანაში ამერიკის ჯარების დატოვების შესაძლებლობაზე იმსჯელებენ 2011 წლის 31 დეკემბრის შემდეგ. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ერაყის პრერზიდენტს ჯალალ თალაბანის და პრემიერ-მინისტრს ნური ალ-მალიქის ხვდება.

ერაყის პრემიერ-მინისტრი შიიტური კოალიციის მხრიდან ზეწოლას განიცდის ერაყიდან ამერიკის ჯარების გაყვანის თაობაზე, მიუხედავად იმისა რომ ქვეყანას ჯერ-ჯერობით არ შეუძლია საკუთარი საზღვრების დამოუკიდებლად დაცვა.

დღესვე ბაღდადში სამი აფეთქება მოხდა სუნიტური და შიიტური მეჩეთების მახლობლად. ამ ტერაქტების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა.