ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 20 წლის შემდეგ, ქალთა ყინულის ჰოკეიში ოქროს მედალი მოიპოვა. ამერიკის ნაკრებმა მისი დიდიხნის მეტოქე კანადა სამხრეთ კორეის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში დაამარცხა.
გამარჯვების გოლი ჯოსელინ ლამურო-დავიდსონმა გაიტანა. ხუთშაბათს გამართული ფინალური მატჩი პირველი თამაში იყო ქალთა ყინულის ჰოკეიში ოქროს მედლის მოპოვებისთვის, სადაც ერთმანეთს ჩრდილოეთ ამერიკის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ფინეთმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რუსეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ.