თურქეთის განცხადებით, ცხედრების გაკვეთამ აჩვენა, რომ სირიის თავდასხმაში ნერვული გაზი „სარინი“ იქნა გამოყენებული.
სპეციალური ტესტების იმ ადამიანების ცხედრებს ჩაუტარდა, რომლებიც თავდასხმის შემდეგ თურქეთში სამკურნალოდ ჩავიდნენ და იქ გარდაიცვალნენ. სირიაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების შედეგად ათობით ამბოხებული დაიღუპა და ასობით მათგანი დაშავდა. "სარინი" ნერვული სისტემის პარალიზებას იწვევს.
ანკარის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ დასკვნა სისხლის და შარდის ანალიზების საფუძველზე გაკეთდა, რომელიც მსხვერპლთა გაკვეთის შედეგად მოიპოვეს.