დონალდ ტრამპი პრეს-კონფერენციას მართავს

დონალდ ტრამპი, ბათუმში.

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს პრეს-კონფერენციას მართავს. ტრამპს რუსეთთან კავშირებზე და ბიზნეს ინტერესებზე დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

ეს ბოლო 6 თვის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა ტრამპი ჟურნალისტების კითხვებს ამ რეჟიმში უპასუხებს.

ტრამპმა პრეს-კონფერენცია ბოლოს ივლისში გამართა, მაშინ მან დემოკრატი მეტოქე ჰილარი კლინტონი პრესისთვის თავის არიდებისთვის გააკრიტიკა.

ამერიკის პრეზიდენტები პირველ პრეს-კონფერენციას არჩევნებიდან რამდენიმე დღეში მართავენ, წინამორბედებისგან განსხვავებით ტრამპი მთავარ განცხადებებს ტვიტერზე აკეთებს, პირველ პრეს-კონფერენციას კი ინაუგურაციამდე 10 დღით ადრე მართავს.