მილიარდერი უძრავი ქონების მაგნატი, დონალდ ტრამპი, საარჩევნო კოლეგიის მიერ ოფიციალურად იქნა არჩეული პრეზიდენტის თანამდებობაზე. დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. მას შემდეგ რაც თითოეულ შტატში მოსახლეობა არჩევანს გააკეთებს, გამარჯვებული კანდიდატი შესაბამისად იღებს შტატის საარჩევნო კოლეგიის ხმებს. სულ საარჩევნო კოლეგიას 538 ხმა აქვს. 19 დეკემბერს, დონალდ ტრამპმა საჭირო 270 ხმაზე მეტი დააგროვა. მან 50 შტატიდან 31 მოიგო და საბოლოოდ, კოლეგიის 304 ხმა მიიღო, ხოლო კლინტონმა 227.
საარჩევნო კოლეგიის ინსტიტუტის მიზანი დიდ და პატარა შტატებს შორის ბალანსის შენარჩუნებაა.