ალეპოში მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება

ალეპო, სირია

სირიის ქალაქ ალეპოში მეამბოხეების მიერ დაკავებული ტერიტორიიდან ევაკუაცია გრძელდება. აქტივისტების და ადგილობრივების თქმით, დაახლოებით 20-მა ავტობუსმა ქალაქი დატოვა. ალეპოს უდიდეს ნაწილს, რომელსაც 2012 წლიდან მეამბოხეები აკონტროლებენ, ახლა სამთავრობო ძალებმა დაიკავეს.

ალეპოს ევაკუაციის სანაცვლოდ, მთავრობამ მეამბოხეების მიერ კონტროლირებად, იდლიბის პროვინციაში ალ ფუასა და კეფრაიადან დაჭრილი და დაშავებული მოქალაქეების გაყვანა, მოითხოვა.

გაეროს უშიშროების საბჭო, ორშაბათს კენჭს უყრის ალეპოში დამკირვებლების გაგზავნას. თუმცა როგორც ერთ-ერთმა დიპლომატმა ამერიკის ხმას განუცხადა, ინიციატივა საბჭოში შესაძლოა რუსეთმა დაბლოკოს.