ამერიკისთვის ისლამური ტერორიზმი გრძელვადიანი საფრთხეა

ე.წ. ისლამური სახელმწიფო კაცობრიობის წინააღმდეგ საფრთხეა

ისლამური ტერორიზმის სრული აღმოფხვრა არასდროს მოხდება და საფრთხე შეერთებული შტატების ტერიტორიისთვის რეალურია. ეს არის ერთ-ერთი გამომაფხიზლებელი დასკვნა, რომელიც შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტმა დადო. ინსტიტუტი სალაფისტური ჯიჰადიზმის წარმომავლობას იკვლევს, რომელმაც შეერთებულ შტატებს 2001 წლის სექტემბერს თავზარი დასცა.

მთელი პოლიტიკური სპექტრის 20 ექსპერტის მიერ შედგენილი ნაშრომი, სათაურით: „ჯიჰადის საფრთხე: „ისლამური სახელმწიფო“, ალ ყაიდა და მათ მიღმა“ სალაფისტური მიმდინარეობის ევოლუციას იკვლევს. მიმდინარეობა 1970 წელს გამოჩნდა და 1990 წლამდე ყურადღება რეპრესიული რეჟიმებისკენ ჰქონდა მიმართული, შემდეგ კი ყურადღება დასავლეთისკენ გადაიტანა.

ნაშრომი ამტკიცებს, რომ ისლამური ტერორიზმის პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი ეფექტური გზა იმ ფაქტორების გათვალისწინებაა, რამაც ის წარმოშვა და მას დღემდე კვებავს.