ობამა: აშშ მიიღებს ზომებს იმ ქვეყნის წინააღმდეგ რომელიც ჩვენს არჩევნებში ჩაერევა

ობამა და კლინტონი

პრეზიდენტი ობამა ამბობს, რომ შეერთებული შტატები რუსეთის ან ნებისმიერი სხვა უცხო მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც შეერთებული შტატების არჩევნებში ჩარევას შეეცდება, ქმედით ზომებს მიმართავს.

ეროვნული საზოგადოებრივი რადიოსთვის დღეს მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა თქვა: „ვფიქრობ ეჭვგარეშეა, რომ როცა ნებისმიერი უცხო მთავრობა ცდილობს ჩვენი არჩევნების საიმედოობაზე გავლენა მოახდინოს... ჩვენ მოქმედება გვმართებს და ვიმოქმედებთ კიდეც.“

ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ დაასკვნა, რომ დემოკრატიული პარტიის კომპიუტერებში რუსი ჰაკერები შეიჭრნენ და მათი მიზანი აშკარად დონალდ ტრამპის გამარჯვება იყო, რისთვისაც ჰილარი კლინტონის კამპანიისთვის პოტენციური უხერხულობის შემქმნელი ელექტრონული ფოსტის გამოქვეყნება მოხდა.

თეთრი სახლის მაღალი თანამდებობის პირები ამბობენ, რომ ასეთი რამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მონაწილეობის და საქმის პირდაპირი ცოდნის გარეშე ვერ მოხდებოდა.

მოსკოვმა ამ ბრალდებას „სასაცილო უაზრობა“ უწოდა