დოპინგს ათასამდე რუსი ათლეტი იყენებს

დოპინგს ათასამდე რუსი ათლეტი იყენებს

ახალი ანგარიშის მიხედვით, დაახლოებით 1000-მდე რუსი ათლეტი, რომლებიც ზაფხულის და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობენ, დოპინგს იყენებს. ამავე სქემებში პარაოლიმპიური თამაშების მონაწილეებიც არიან ჩართული.

„მსოფლიო ანტი-დოპინგის სააგენტოს“ იმედი აქვს, რომ გამოქვეყნებული ანგარიში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტზე გავლენას მოახდენს და ორგანიზაცია რუსეთის წინააღმდეგ ზომებს მიღებს. 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები სამხრეთ კორეაში გაიმართება.

ორგანიზაციამ პირველი ანგარიში 2016 წლის დასაწყისში გამოქვეყნა, სადაც ის რუსეთის 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშებიდან მოხსნას ითხოვდნენ. ოლიმპიურმა კომიტეტმა საქმე საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს გადასცა, რომლებმაც მონაწილეები გაცხრილეს და დაახლოებით 100 რუს ათლეტს აუკრძალეს ოლიმპიადაში მონაწილეობა.