მევლუთ ჩავუსოღლუ - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - აცხადებს, რომ სირიასთან საზღვარი „სრულად უნდა გაიწმინდოს“ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან“. მისი კომენტარი შაბათს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გამართულ ქორწილში მომხდარ აფეთქებას მოჰყვა, რომლის შედეგადაც 51 ადამიანი დაიღუპა.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი აფეთქებას დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ აბრალებს, აცხადებს რა, რომ მტკიცებულებები სწორედ ამაზე მიუთითებს. რამდენიმე ხნით ადრე გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ერდოღანმა აღნიშნა, რომ არანაირი განსხვავება არ არის დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“, ქურთისტანის მუშათა პარტიის მეომრებს და ფეტულა გულენის მიმდევრებს შორის.
თეთრმა სახლმა დაგმო თურქეთში მომხდარი აფეთქება. კვირას გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოთხშაბათს ანკარაში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გაემგზავრება და თურქეთს ტერორიზმთან ბრძოლაში თანადგომას კიდევ ერთხელ გამოუცხადებს.