ოლიმპიადის დღიური: რიო-2016

ხუთშაბათს, ამერიკელი სიმონე ბაილსი ოფიციალურად მსოფლიოს საუკეთესო ტანმოვარჯიშე გახდა. ბაილსმა ქალების ინდივიდუალურ საერთო შეჯიბრში გაიმარჯვა, მისმა თანაგუნდელმა ალი რაისმანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, რუსმა ალია მუსტაფინამ ბრინჯაო დაისაკუთრა.

მოცურავე ფელპსმა 200 მეტრზე შერეული სტილით ცურვაში, მისი სპორტული კარიერის 22-ე ოქროს მედალი მოიპოვა. ეს 31 წლის ფელპსისთვის ზედიზედ მეოთხე ოლიმპიური ტიტულია.

ამერიკელმა მოცურავე სიმონე მანუელმა და კანადელმა პენელოპე ოლექსიკმა 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში პირველი ადგილი გაიყვეს. მანუელი პირველი აფრო-ამერიკელია, რომელმაც ცურვაში მედალი მოიპოვა.