სპორტული ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის გადაწყვეტილებით რუსი მძლეოსნები ბრაზილიაში დაგეგმილ ზაფხულის ოლიმპიადაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ. ორგანიზაციის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით, დისკვალიფიკაცია კვლავ ძალაში რჩება.
რუს ათლეტებს აკრძალვა სახელმწიფოს სპონსორობით დოპინგის სისტემატური მიღების გამო დაუწესდათ. ასოციაციის განცხადებით, რუსეთმა არასაკმარისი ზომები მიიღო იმისთვის, რომ სკანდალის შემდეგ სპორტსმენების მიმართ ნდობა გაზრდილიყო და მათთვის დროებით სპორტული კარიერის გაგრძელების საშუალება მიეცათ.
რუსეთის სპორტის მინისტრმა გადაწყვეტილების გამო დიდი უკმაყოფილება გამოხატა. მოსკოვი საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს ბრალდებას ორგანიზებული დამნაშავეობრივი სქემის გამოყენების თაობაზე დღემდე უარყოფს.