ტექნოლოგიური გიგანტი “ეფლი” უკან არ იხევს გამოძიებათა ფედერალურ ბიუროსთან დავაში, რომელიც მისგან დეკემბერში, სან-ბერნარდინოში მომხდარ მასობრივ მკვლელობაში მონაწილე შეიარაღებული ადამიანის მობილური ტელეფონის გატეხვას ითხოვს. “ეფლი” აცხადებს, რომ ბოლო 5 თვის განმავლობაში ბიურომ ათზე მეტი “აიფონის” ინფორმაციაზე წვდომა მოითხოვა.
კომპანიის ხელმძღვანელობა თვლის, რომ თანხმობის შემთხვევაში ეს პროცესი მომავალშიც გამოძიებათა ფედერალური ბიუროს მოთხოვნების დაკმაყოფილებას გამოიწვევს და პროცესი შეუქცევადი გახდება. ლორეტა ლინჩმა, შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა ოთხშაბათს კონგრესის კომიტეტს განუცხადა, რომ მთავრობის მოთხოვნა ლეგიტიმურია და ის უკვე არსებული პრეცედენტით არის გამყარებული.