ბრიტანეთის პრემიერს ლონდონის მერი გაემიჯნა

ლონდონის მერი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის გადაწყვეტილებას ემიჯნება. უთანხმოება დიდი ბრიტანეთის და დედაქალაქის ლიდერებს შორის კამერონის მიერ ევროპის კავშირში დარჩენის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა. ბრიტანეთი 23 ივნისს ამ საკითხზე რეფერენდუმს ატარებს.

„დიდმა ბრიტანეთმა ხელი უნდა შეუწყოს მის მეგობრებს და მოკავშირეებს“ - განაცხადა ჯონსონმა გაზეთ „ტელეგრაფში“. "მაგრამ, ეს უინსტონ ჩერჩილის მიერ შემოთავაზებული ხაზით უნდა მოხდეს: დაინტერესებით, ასოცირებით, მაგრამ არა შთანთქმით“. ლონდონის მერი ფიქრობს, რომ ევროკავშირი საჯარო პოლიტიკის თითქმის ყველა სფეროში „ნელი და უხილავი პროცესის საშუალებით ლეგალურ კოლონიალიზაციას ეწევა“. ჯონსონი სახელმწიფოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პროფილის და პოპულარობის მქონე კონსერვატორი პოლიტიკოსია.