თალიბანის მოწყობილ აფეთქებაში 9 ადამიანი დაიღუპა

ქაბულში დღეს მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. ავღანეთის დედაქალაქში თვითმკვლელმა ტერორისტმა იერიში პოლიციის განყოფილებაზე მიიტანა. მომხდარ ინციდენტში სულ ცოტა 9 ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა.

გენერალი ფარიდუნ ობაიდი, ქაბულის პოლიციის სისხლის სამართლის დანაშაულებათა გამოძიების ხელმძღვანელი, აცხადებს, რომ დაღუპულთა შორის უსაფრთხოების 2 პერსონალია, დანარჩენი 7 კი სამოქალაქო პირია. იერიში ავღანეთს და თალიბანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ განხორციელდა.