რუსეთი დასავლეთის ბრალდებებს უარყოფს

გასულ თვეში დიდი ბრიტანეთის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთის ყოფილი ჯაშუშის, ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობა ვლადიმირ პუტინის ბრძანებით მოხდა, კვლავ მედიის ყურადღების ცენტრშია. პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი ამბობს, რომ ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რისიც მას ისედაც სჯეროდა.

ვაშინგტონში თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ჯოშ ერნესტმა პუტინის კორუფციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ადამ ზუბინზე, რუსეთის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაწესებული სანქციები ადმინისტრაციის პოზიციის „ყველაზე თვალსაჩინო“ გამოხატულებაა. კრემლი დასავლეთის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყოველივეს „აბსურდის თეატრს“ უწოდებს.