ებოლის ეპიდემია არ დასრულებულა

სიერა-ლეონეს ოფიციალურ პირები აცხადებენ, რომ გარდაცვლილი ადამიანის გვამის შემოწმებამ დაადასტურა, რომ ის ებოლის ვირუსის შედეგად გარდაიცვალა. ამ ცნობას ერთი დღით წინ უსწრებდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ დასავლეთ აფრიკაში ებოლის აფეთქება დასრულდა.

გარდაცვლილზე ებოლის ვირუსის პოზიტიური ტესტის შემდეგ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში დაავადების ზოგიერთ ადგილზე აფეთქების თავიდან ასაცილებლად, დაკვირვებისა და რეაგირების ძლიერი სისტემების არსებობა კრიტიკული იქნება.