თურქეთში მომხდარ აფეთქებაში 6 ადამიანი დაიღუპა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში ოთხშაბათს მომხდარი მანქანის აფეთქების გამო 6 ადამიანი დაიღუპა და 39 დაიჭრა. ოფიციალური წყაროების მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩინარში აფეთქება ქვეყანაში უკანონოდ მოქმედი ქურთისტანის მუშათა პარტიის მიერ იყო ორგანიზებული.

პროვინციის გუბერნატორის ცნობით, თავდამსხმელები პოლიციის ოფისს და მის ახლოს განლაგებულ ოფიცერთა საცხოვრებელ სახლებს უმიზნებდნენ. თავდასხმა მხოლოდ აფეთქებით არ დასრულებულა, კომპლექსზე იერიში ცეცხლსასროლი იარაღითაც მიიტანეს. ქურთისტანის მუშათა პარტიას თურქეთი, გაერო და ევროკავშირი ტერორისტულ ჯგუფად მიიჩნევს.