ვატიკანმა "შარლი ებდოს" დღევანდელ ნომერს მკრეხელობა უწოდა

ფრანგულ სატირულ ჟურნალზე შეიარაღებული თავდასხმიდან ერთი წელი გავიდა. ჟურნალი ამ დღეს ყდაზე პროვოკაციული კარიკატურის დაბეჭდვით აღნიშნავს.

დღევანდელი ნომრის ყდაზე ღმერთი ხატია, რომელსაც ზურგზე კალაშნიკოვის ტიპის შაშხანა აქვს მოკიდებული და მის გვერდით არის წარწერა: “ერთი წლის შემდეგ: მკვლელი კვლავ თავისუფალია.”

კარიკატურას ვატიკანმა მკრეხელობა უწოდა და განაცხადა, რომ ჟურნალი ღმერთის სახელს ძალადობის წასაქეზებლად იყენებს.