დღეს ადამიანის უფლებების დაცვის დღეა

საერთაშორისო საზოგადოება დღეს მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის დღეს აღნიშნავენ. თუმცა გაეროს ოფიციალური პირები ადამიანის უფლებების საკითხებში აცხადებენ, რომ თავისუფლების, სამართლის და მშვიდობის კუთხით კვლავ ბევრი გამოწვევა რჩება.

ამ დღის აღნიშნვას საფუძველი ჯერ კიდევ 1948 წელს ჩაეყარა, როდესაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებების უნივერსალური დეკლარაცია მიიღო.