შეერთებულ შტატებში დღეს მადლიერების დღეა. ფედერალური დღესასწაული უქმედ არის გამოცხადებული და ის ტრადიციულად ოჯახური თავშეყრით და მაღაზიებში დიდი ფასდაკლებებით აღინიშნება.
სწორედ ამ დღეს, ნოემბრის ბოლო ხუთშაბათს იწყება ამერიკაში სადღესასწაულო სეზონი, რომელიც კულმინაციას დეკემბრის ბოლოს შობით და ახალი წლის დადგომით აღწევს. მადლიერების მეორე დღეს დღეს შავ პარასკევს უწოდებენ, დამდეგ ორშაბათს კი კიბერ-ორშაბათს. ეროვნული საბითუმო ვაჭრობის ფედერაციის გათვლებით, ამ რამდენიმე დღის განმავლობაში მაღაზიებს საშუალოდ 68 მილიონი ამერიკელი ესტუმრება.