პრეზიდენტი ობამა ფილიპინებში იმყოფება

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან დაკავშირებულ ტერიტორიულ დავაში ჩართულმა ყველა მხარემ, მათ შორის, ფილიპინებმაც, დაპირისპირების შემსუბუქება უნდა სცადოს.

ობამამ ეს განცხადება ფილიპინების პრეზიდენტ ბეიგნო აქუინოსთან შეხვედრის შემდეგ მანილაში გააკეთა. მან სამხრეთ ჩინეთის ზღვაში პეკინის მოქმედებებზე ისაუბრა, რომლებსაც როგორც რეგონში ასევე ვაშინგტონში შეშფოთება მოჰყვა.

ჩინეთმა ზღვაში ხელოვნური მინი კუნძულები ააშენა, რომლებსაც საკუთარ სამხედრო ბაზებად იყენებს. სამხრეთ ჩინეთის ზღვის აუზს ჩინეთთან ერთად ხუთი ქვეყანა იზიარებს.