რუსეთში სიტყვის თავისუფლებას ებრძვიან

პუტინი მედვედევს მეტ მხარდაჭერას სთხოვს

ისტორიის პროფესორი ანდრეი ზუბოვი მოსკოვის საგარეო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტიდან იმ საგაზეთო სტატიის გამო გაათავისუფლეს, რომელშიც მან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უკრაინაში მოქმედება, ადოლფ ჰიტლერის ანშლუსს შეადარა.

ზუბოვმა თქვა, რომ მას უნდოდა გაეგო, თუ რამდენად დაშორდა რუსეთი საბჭოთა ეპოქას. მან ეს სტატია ისე გამოაქვეყნა, როგორც გზავნილი და ექსპერიმენტი.

ზუბოვის სამსახურიდან გათავისუფლება და დამოუკიდებელი მედია საშუალებების, „დოჟდ ტვ“ და „ლენტა.რუ“ -ს წინააღმდეგ ახლახანს განხორციელებული რეპრესიები, ნათლად აჩვენებს სხვაგვარად მოაზროვნეებზე კონტროლის გამკაცრების ტენდენციას, რაც საბჭოთა ეპოქას გვაგონებს. თუმცა, კარნეგის ცენტრის წარმომადგენლის, მაშა ლიპმანის აზრით, დღევანდელი რუსეთი საბჭოთა კავშირისგან მკვეთრად განსხვავდება, განსაკუთრებით იდეოლოგიის არქონის გამო.

„სოციალისტურს დავარქმევთ, კომუნისტურს თუ რამე სხვას, ადრე იყო გარკვეული იდეების ნაკრები, დოქტრინის ფორმულა, რომელიც დასავლეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა.“

თუმცა დასავლეთი მთავარ მოწინააღმდეგედ რჩება. რუსეთის პარლამენტი ცდილობს, სისხლის სამართლის კანონში, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთათვის ამ ფაქტის აუცილებელი გამხელის მოთხოვნა შეიტანოს. ბატონ პუტინს რამდენიმე კომენტარი ჰქონდა...

მან თქვა, რომ რუსებს აქვთ უფლება იცოდნენ, თუ ვინ ცხოვრობს მათ ქვეყანაში და რა მიზნები აქვთ. ამიტომ, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა აღრიცხვაა საჭირო.

მთავრობის მიერ ძველი პრინციპების გამოყენებას ზუბოვი მარტივად ხსნის.

საშუალო და ძველი თაობა საბჭოურ აზროვნებას იყო შეჩვეული და ახალი იდეები მათთვის უცხოა.

ეს ძირითადად უკრაინელი და რუსი ორმაგი მოქალაქეებისკენ არის მიმართული, თუმცა მაშა ლიპმანი, კარნეგის ცენტრიდან, ამაში საბჭოთა ინტერნაციონალური იდენტურობისგან დაშორებას ხედავს.

„ყირიმში განვითარებულ მოვლენებს, ის და რუსეთი ზოგადად, მზარდი კარჩაკეტილობისკენ მიჰყავთ.“

რუსეთისთვის ეთნიკურ-ნაციონალისტური პოლიტიკის გატარება შეიძლება საშიში აღმოჩნდეს, რადგან ეთნიკურად ის ისეთივე ჭრელია, როგორც მისი წინამორბედი საბჭოთა კავშირი. იმავდროულად, ახალი იდეების განვითარებასთან ერთად, ძველი მეთოდები კვლავ მზადყოფნაში აქვთ.