ვაშინგტონი —
საქართველოს პერმიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკაში პირველ ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს. ვიზიტის ფარგლებში დღეს ის ამერიკის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის შეხვდა. საქართველო-ამერიკის სტრატერგიული ქარტიის კომისიის ყოვლისმომცველ შეხვედრამდე პრემიერ მინისტრმა და სახელმწიფო მდივანმა ოფიციალური განცხადებები გააკეთეს.
ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ ამერიკა მიესალმება 2013 წელს „საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. ახლა გაქვთ შანსი გააღრმაოთ ეს მიღწევები მომავალი ადგილობრივი არჩევნების დროს თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნით. ყველამ იცის, რომ დემოკრატია სარგებლობს ძლიერი პოლიტიკური ოპოზიციით. ასე რომ, ჩვენ ყველა მხარეს ვთხოვთ კონსტრუქციულად იმუშაონ საქართველოში დიალოგისა და დებატების დასაწინაურებლად. ეს თქვენს ქვეყანას კიდევ უფრო გააძლიერებს.“
კერიმ ასევე გაუსვა ხაზი იმას, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტინიორობაში მონაწილეობას და ქვეყანას მოუწოდებს წლის ბოლოს ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად ამერიკა საქართველოსთვის დამატებითი დახმარების გაწევას გეგმავს, რაშიც შევა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაწესებაში მხარდაჭერის გაგრძელება და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მავთულხლართების აღმართვის, იგივე „ბორდერიზაციის“ პროცესის შედეგად გამოწვეული სირთულეების გადალახვა.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ კანონის უზენაესობა და ამ პროცესისადმი უწყვეტი თავდადება ინვესტორებში საქართველოს მიმართ ნდობას გააღრმავებს და ეს „იქნება ევროპასთან ინტეგრაციისა და საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის გაღრმავების კატალიზატორი. ჩვენ მოვუწოდებთ ქართველებს გაერთიანდნენ მომავლისკენ ხედვაში და წარსული წარსულში დატოვონ.“
სახელმწიფო მდივანმა ამერიკა-საქართველოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების გაღრმავების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს გახდეს რეგიონალური სავაჭრო ცენტრი.
კერიმ მადლიერება გამოხატა ავღანეთის ნატოს ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამერიკა აფასებს მსხვერპლს, რომელსაც საქართველო იღებს ავღანეთში. შეერთებული შტატები განაგრძობს ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მხარდაჭერას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი. „შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას იმაში დასარწმუნებლად, რომ საქართველოს პროგრესი წლევანდელ ნატოს სამიტზე [ალიანსის] ყველა წევრმა დაინახოს.“
პრემიერ მინისტრმა ღარიბაშვილმა შეერთებულ შტატებს მადლობა გადაუხადა საქართგველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოებისა და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის. ეს ძალისხმევა საქართველოსთვის დიდი სტიმულია დემოკრატიის დაძლიერების მხრივ, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ქვეყნის დაახლოებით 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამერიკა ერთ-ერთი პირველი მეგობარი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს კრიტიკული მნიშვნელობის პოლიტიკური და ფინანსური დახმარება აღმოუჩინა და დღესაც აგრძელებს ამ დახმარების გაწევას. ღარიბაშვილის თქმით, ამერიკასა და საქართველოს შორით თანამშრომლობა კიდეც უფრო გაღრმავდება. საერთო ინტერესებთან ერთად, „ჩვენ უპირველეს ყოვლისა ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული ღირებულებები გვაერთიანებს. და მე მჯერა, რომ ჩვენი არსებული და სამომავლო პარტნიორობის მომავალი წარმატებული იქნება.“