აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
დღეს პაკისტანში ბომბის აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა.
დანაღმული ავტომობილი ფეშავარის მახლობლად ჯალოზაის ბანაკთან აფეთქდა და ახლოს მდგარი ავტომობილებიც დააზიანა.
აფეთქება დაემთხვა დროს, როდესაც ბანაკის მაცხოვრებლები საკვების რიგში იდგნენ. ჯალოზაის ბანაკი ათობით ათასი ლტოლვილის თავშესაფარია, რომლებმაც საცხოვრებელი სახლები პაკისტანის და თალიბთა დაპირისპირების გამო დატოვეს.
პაკისტანში არჩევნები 11 მაისს ჩატარდება. ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ხელისფლებაში ვადის ბოლომდე დარჩა.