ეს განცხადება მან დღეს გაეროს იუგოსლავიის ომის ტრიბუნალის მოსმენაზე ჰააგაში გააკეთა
იუგოსლავიის ომის პერიოდში ერთ-ერთი სერბი სამხედრო ლიდერი, რადოვან კარაჯიჩი აცხადებს, რომ სასამართლომ მას შეღავათი უნდა მისცეს იმის გამო, რომ მან ყველაფერი გააკეთა ომის თავიდან ასაცილებლად. ეს განცხადება მან დღეს გაეროს იუგოსლავიის ომის ტრიბუნალის მოსმენაზე ჰააგაში გააკეთა.
კარაჯიჩს 10 ბრალდება აქვს წაყენებული 1990-იან წლებში ბოსნიის ომის დროს სამხედრო დანაშაულების ჩადენასა და გენოციდის მოწყობაში.
ერთ-ერთი ბრალდება 1995 წლის ივლისში ბოსნიურ ქალაქ სრებრენიცაში თითქმის რვა ათასი მამაკაცისა და მოზარდის მასობრივი მკვლელობის ორგანიზებაა. გარდა ამისა, ის 1992-1995 წლებში ბოსნიის დედაქალაქი სარაევოს სამწლიანი ბლოკადის ორგანიზებაშია ბრალდებული.
კარაჯიჩი 13 წელი გაურბოდა სამართალდაცვას. ის 2008 წელს დააკავეს და ომის დანაშაულების საერთაშორისო ტრიბუნალს გადასცეს.