პირველად საქართველოს და უმეტესი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ისტორიაში, შედეგი წინასწარ ცნობილი არ არის - ჯეიმს ბრუკი, „ამერიკის ხმის" კორესპონდენტი
საქართველო არჩევნების მოლოდინშია. პოლიტიკურმა პარტიებმა წინასაარჩევნო კამპანიაში ტაიმაუტი აიღეს. რამდენიმე საათში ქვეყანაში ისტორიული მნიშვნელობის საპარლამენტო არჩევნები იწყება.
ახალი პარლამენტის არჩევას საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან მისი უფლებამოსილება იზრდება: პარლამენტი ამტკიცებს ქვეყნის პრემიერს, რომელსაც ახალი, საპრეზიდენტო ძალაუფლება ექნება. საქართველოს არჩევნები იმითაც გამოირჩევა, რომ პირველად საქართველოში და უმეტესი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ისტორიაში არჩევნების შედეგი წინასწარ ცნობილი არ არის.
ყველაზე მდიდარ ქართველს უკანასკნელი წლები მშვიდ და უზურნველ გარემოში აქვს გატარებული. თუმცა, ბიძინა ივანიშვილის ცხოვრება ბოლო წელს დრამატულად შეიცვალა. მას ახალი სახე, ახალი ხმა აქვს და ის ქართულ პოლიტიკაში საკმაოდ ძლიერად და გამოკვეთილად ჩანს.
ორშაბათს გამოჩნდება, შესწევს თუ არა უნარი ბიძინა ივანიშვილს საკუთარი მილიარდები მილიონობით ქართველთა ხმებად აქციოს. იმის მიუხედავად, თუ როგორ დამთავრდება არჩევნები, ერთი რამ ცხადია: ივანიშვილმა მმართველი პარტიისთვის ურთულესი გამოწვევის და გამოცდის მოწყობა უკვე შეძლო.
ქეთი, თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელი, ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობაზე გვიყვება და ამბობს, რომ უნივერსიტეტში გაწეული სამშენებლო სამუშაოების გამო მისი უზომოდ მადლიერია.
ყოფილი საბჭოთა კავშირის ვრცელი ტერიტორიის ამ ნაწილში საქართველო დემოკრატიის კუნძულად ითვლება. დემოკრატიის სიმწიფეზე ხვალ ჩატარებული არჩევნების მიხედვით შეგვეძლება მსჯელობა.
პრეზიდენტი სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში საკმაო ხანს, 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ დომინირებდა. თბილისის ერთ-ერთ უკანასკნელ წინასაარჩევნო გამოსვლაზე, რომელიც საფეხბურთო სტადიონზე მოეწყო, პრეზიდენტმა დაახლოებით 55 ათას მხარდამჭერს მოუყარა თავი. მათი დიდი ნაწილი პროვინციებიდან ავტობუსებით ჩამოიყვანეს. იქვე, სტადიონთან, სილამაზის სალონის მფლობელ ნუნუს სააკაშვილი ძალიან მოსწონს. პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო, ააშენა გზები... - ამბობს ის.
სააკაშვილის სიყვარული ქართველებში ყველაზე ძლიერად 2008 წელს შეირყა, როცა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ჯარები შემოიჭრნენ. მას შემდეგ 4 წელი გავიდა და რუსული არმია საქართველოს ტერიტორიიდან ფეხს არ იცვლის. მეორე ძლიერი დარტყმა სააკაშვილმა სულ ახლახან, 18 სექტემბერს მიიღო, როდესაც ოპოზიციურმა არხებმა მათ ხელთ ჩავარდნილი ვიდეოფირების მეშვეობით ქართულ პენიტენციალურ სისტემაში დანაშაულებრივი ქმედებები გამოააშკარავეს. კადრებში ციხის ზედამხედველების მიერ პატიმრების ცემის და გაუპატიურების ფაქტები გრაფიკული დეტალებით არის ასახული.
პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრი გაათავისუფლა, მაგრამ ეს ნაბიჯი საკმარისი არ აღმოჩნდა. დედაქალაქი სტუდენტური ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულმა მასობრივმა პროტესტმა მოიცვა.
ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი პატიმრის მამას, მამუკას გავესაუბრეთ. ის ამბობს, რომ ვიდეოების ნახვის შემდეგ შოკში იმყოფება. „თითქოს ყველამ ვიცოდით ამის შესახებ, მაგრამ ის, რაც ჩვენი თვალით ვნახეთ, ამის წარმოდგენა ძალიან ძნელია,“ - ამბობს ის.
თბილისში მოქმედი სტრატეგიული და საერთაშორისო სწავლებათა ფონდის პრეზიდენტი, ალექსანდრე რონდელი ამბობს, რომ სასჯელაღსრულებითი დაწესებულების კადრებს საქართველოში უდიდესი პოლიტიკური რეზონანსი აქვს. „მმართველმა პარტიამ ამ დარტყმის ნეიტრალიზება ვერ მოასწრო. ასე რომ, ეს სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა. თუ რამდენად სერიოზული, ამას მომავალი არჩევნები გვიჩვენებს," - ამბობს ის.
სტუდენტთა გამოსვლები არა პოლიტიკურ, არამედ უფრო მოქალაქეობრივ ხასიათს ატარებდა და ადამიანის ელემენტარული უფლებების დაცვის მოთხოვნით მიმდინარეობდა. თუმცა, მასობრივმა დემონსტრაციებმა ოპოზიციას ძალა კიდევ უფრო შემატა. შაბათს ივანიშვილის ბოლო წინასაარჩევნო გამოსვლას თბილისში სულ ცოტა 100 ათასი ადამიანი შეუერთდა, რაც მილიონიანი ქალაქისთვის ძალზე მაღალი მაჩვენებელია.
საარჩევნო კამპანია დასრულდა. საქართველოს ბედი და რეგიონის დემოკრატიის კუნძულის მომავალი დღეს რიგითი ქართველი მოქალაქეების ხელშია.

Your browser doesn’t support HTML5