თურქეთის მთავრობა განათლების სისტემის რეფორმირებას ისლამურ ტრადიციებზე დაყრდნობით ახორციელებს
თურქეთში სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ბევრმა ოჯახმა აღმოაჩინა, რომ ბავშვები საჯარო სკოლების ნაცვლად რელიგიური სასწავლებლების მოწაფეები გახდნენ.
თურქეთის მთავრობა განათლების სისტემის რეფორმირებას ისლამურ ტრადიციებზე დაყრდნობით ახორციელებს. გამონაკლისი არც მეჰმეთ აკიფის სახელობის საშუალო სკოლაა. ერთ-ერთი მშობელი შეშფოთებას ვერ მალავს: „აქ გოგონებს აიძულებენ თავსაფრები დაიხურონ და გრძელი კაბები ჩაიცვან. ჩვენ კი გვსურს, რომ ჩვენმა შვილებმა სამოქალაქო განათლება მიიღონ.“
მოწაფეთა მშობლების ნაწილი ამ სიახლეს მოწონებით შეხვდა ამ ქალბატონის მსგავსად, რომელიც ისლამის ტრადიციის შესაბამისად არის გამოწყობილი: „ჩვენ მუსულმანური ქვეყანა ვართ და იმამ ჰათიფსის სკოლებში ისლამს ასწავლიან, ეს კრიტიკა გაზვიადებულია, რადგან განათლების სისტემაში ღვთისმეტყველება აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს.“
სტამბოლის იმამ ჰათიფსის სკოლა ერთ-ერთი უძველესია თურქეთში, აქ პრემიერ მინისტრი, რეჯებ ტაიპ ერდოღანი სწავლობდა. ეს სკოლები, სადაც ჩვეულებრივ სწავლებასთან ერთად სასულიერო განათლებასაც იღებენ ძალზე პოპულარულია თურქეთში.
როგორც ამ სკოლის მასწავლებელი, აზმი დოგანი ამბობს: „ჩვენთან მოწაფეები სრულყოფილ რელიგიურ განათლებას იღებენ, რაც ისლამის განმარტების საშუალებას იძლევა. სკოლის დამთავრების შემდეგ მათ შეუძლიათ იმამები გახდნენ. ამას მშობლებიც მოწონებით ხვდებიან."
იმამ ჰათიფსის სკოლები გასული საუკუნის 50-იან წლებში შეიქმნა თურქეთში. 1990-იან წლებში, სამხედრო გადატრიალების შემდეგ, სეკულარიზმის ლოზუნგით ბევრი ამგვარი სკოლა დახურეს. მაგრამ თურქეთის მმართველმა პარტიამ კვლავ განაახლა მათი მუშაობა. ამან სეკულარისტების აღშფოთება გამოიწვია, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რელიგიური განათლება სკოლებში სწავლების დონეს დააქვეითებს.
სტამბოლის უნივერსიტეტის სოციოლოგი კენან საირი ასე არ ფიქრობს. მისი თქმით, ამ სკოლებს პოზიტიური როლის შესრულება შუძლიათ: „რელიგია და თანამედროვეობა ერთმანეთს არ უშლიან ხელს, მაგრამ სამწუხაროდ თურქეთში სეკულარისტებს ამგვარი რამ წარმოუდგენლად მიაჩნიათ."
თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ იმამ ჰათიფსის სკოლების გახსნა მეოცე საუკუნის 90-იან წლებში დახურული სასწავლებლების აღდგენის პროცესია.მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციების მიუხედავად მმართველი პარტიის წევრები არაფრის დათმობას არ აპირებენ.
როგორც პარლამენტის წევრი ალი ბოგა ამბობს: „აქ ყველას იმამ ჰათიფსის სკოლა გვაქვს დამთავრებული და სულ მალე თურქეთის ყველა სასწავლებელი ამგვარი იქნება."
მართალია, თურქეთის პრემიერ მინისტრი უარყოფს ამგვარ განზრახვას, მაგრამ ამავე დროს განათლების მინისტრი რეფორმის მოწინააღმდგეებს ფანატიკოსებს და ტერორისტების მხარდამჭერებს უწოდებს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს დაპირისპირებას თურქულ საზოგადოებაში.