ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზიკას ვირუსი ჩვილების ტვინის განვითარებას აფერხებს


ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მედიკოსებს ვურის ზიკას წინააღმდეგ ვაქცინის სწრაფი შემუშავებსკენ მოუწოდა. ვირუსმა ადამიანები ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის 20 ქვეყანაში დააინფიცირა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ობამამ ჯანდაცვის სფეროში მრჩეველებთან შეხვედრა გამართა, რომელზეც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე და მის რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე გავლენაზე ისაუბრა.

ზიკას ვირუსს კოღოები ავრცელებენ. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მას მხოლოდ ბრაზილიაში მიკროცეფალიის 4000-მდე შემთხვევას უკავშირებენ, რაც ჩვილებში არაპროპორციულად პატარა თავით ხასიათდება და ტვინის განვითარებას აფერხებს.

XS
SM
MD
LG