კოღოს მიერ ზიკას ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა იზრდება ათობით ათასი ადამიანის ბრაზილიაში, ოლიმპიური თამაშების დროს დასწრების გეგმებთან ერთად. ოლიმპიური თამაშები რიო დე ჟანეიროში აგვისტოში იმართება.
ამერიკის შეერთებული შტატების დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ექიმმა ბეთ ბელმა ამერიკის ხმას განუცხადა, რომ ადამიანების უმრავლესობისთვის ზიკას ვირუსი პრობლემას არ წარმოადგენს. ის გრიპის მსგავს რბილ სიმპტომებს წარმოშობს , თუმცა ამ ვირუს შეუძლია ჩვილებს, დაბადებისთანავე სერიოზული ავადმყოფობა-სახელად მიკროცეფალია გადასცეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყობინება, რომ ზიკას ვირუსი სწრაფად ვრცელდება ამერიკის კონტინენტებზე და პოტენციურად ოთხ მილიონ ადამიანს დაასნეულებს.