ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენში ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა საელჩოები დახურეს


ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება მოუწოდებს ყველა ამერიკის მოქალაქეს დატოვოს იემენი

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა იემენში ამერიკის საელჩოდან არა-სავალდებული კადრების ევაკუაციის ბრძანება გასცა. მიზეზი ტერორისტული საფრთხის შემცველი ცნობებია, რომლებიც ალ-ყაიდას წევრებს შორის გამართული საუბრის ხელში ჩაგდების შემდეგ დადგინდა.

დღეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება მოუწოდებს ყველა ამერიკის მოქალაქეს დატოვოს იემენი, რადგან ამ ქვეყანაში ტერორისტული თავდასხმის საფრთხე არსებობს. შედეგად, ასევე მაღალია საზოგადოებრივი არეულობის ალბათობაც.

უსაფრთხოების მოზარებებიდან გამომდინარე, იემენიდან საკუთარი საელჩო დაცალა დიდმა ბრიტანეთმაც.

ამ ფონზე, იემენის უსაფრთხოების თანამშრომლები აცხადებენ, რომ ამერიკული დრონის თავდასხმის შედეგად მარიბის პროვინციაში ალ-ყაიდას ოთხი წევრი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG