იემენის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომავალ თვეს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლოა გადაიდოს და ამის მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების პრობლემებია. ამის შესახებ აბუ ბაქრ ალ ქირბიმ დღეს ტელეკომპანია ალ-არაბიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, თუკი იემენი არ მოაგვარებს უსაფრთხოების საკითხებს, 21 თებერვალს არჩევნების ჩატარება გართულდება. ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე იემენის სამხრეთ ქალაქი რადა ალ-ყაიდას მებრძოლებმა დაიკავეს. ისლამისტები იემენსი სამხრეთში კიდევ რამდენიმე ქალაქს აკონტროლებენ.
ამავე თემაზე
პოპულარული
1